2026-11-05 17:13:41
რუსთავის ცენტრალურ ხიდზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული კაცი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშიც დაუდასტურეს, სადაც კაცი ავარიის შემდეგ მოათავსეს.
როგორც კლინიკურმა დირექტორმა, ხათუნა რევაზიშვილმა გვითხრა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო მოთავსებული და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა.
მიუხედავად სხვადასხვა სამედიცინო ჩარევისა კაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ავარია რამდენიმე დღის წინ ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზე მოხდა. 50 წლამდე კაცს, რომელიც გზაზე გადარბოდა, მიკროავტობუსი დაეჯახა.