ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

2026-11-11 14:26:57

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას შუახნის ქალი ემსხვერპლა.

ადგილობრივების თქმით, 65 წლის ქალი ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.