2026-11-11 12:20:02
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
სამართალდამცველებმა ძებნილი პირი აჭარაში დააკავეს.
ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს",- ნათქვამია განცხადებაში.