2026-11-11 00:10:21
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, სანაპიროს ქუჩაზე, ერთმანეთს "ჰონდას" და "ფორდის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.
ავარიის შედეგად 4 ქალი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო 112-ის ყველა ეკიპაჟი. პაციენტები "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.