გარდაიცვალა 19 წლის სამხედრო, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა

2026-11-10 17:19:01

გორის ჰოსპიტალში გარდაიცვალა 19 წლის ჯარისკაცი, რომელმაც თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა.

ინფორმაციას ადგილობრივმა მედიამ "ქართლის ამბებმა" გაავრცელა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თაცის დროზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სსკ-ის 115 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.