რუსთავში ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი იყო

2026-11-10 16:45:03

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთი ბინის აივანზე წყლის გამაცხელებელ დანადგარს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი და ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.