რუსთაველმა სპორტსმენებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედლები მოიპოვეს

2026-11-09 19:11:02

რუსთაველმა მოკრივეებმა ნიკოლოზ ტალიაშვილმა და ნოდარ ციგრიაშვილმა ერევანში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს.

უჩა მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა ნიკოლოზ ტალიაშვილმა შეჯიბრებაზე 70 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა, ნოდარ ციგრიაშვილმა კი - 63 კგ წონით კატეგორიაში.

ორივე მათგანმა ფინალურ შეხვედრაში მეტოქეების დამარცხება შეძლო და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ.