2026-11-08 21:39:28
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ქვეითი საავტომობილო გზაზე მოძრაობდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც, "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.