2026-11-08 14:21:37
რუსთავში კომედიის თეატრალური ფესტივალი დაიწყო.
რიგით მე-13 ფესტივალს, რომელიც რუსთავში წელს მეხუთედ ტარდება, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი მასპინძლობს.
ფესტივალი 7 ნოემბერს, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სპექტაკლით „ქალები 30+“ გაიხსნა.
9 დღის განმავლობაში რუსთავის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 10 თეატრალური დასი წარდგება. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, კომედიური ჟანრის 10 სპექტაკლს დაესწროს.
ფესტივალის ფარგლებში გამოვლინდებიან საუკეთესო ქალი და მამაკაცი მსახიობები. წელს პირველად გაიცემა დრამატურგისა და მთარგმნელის, თამაზ გოდერძიშვილის სახელობის ჯილდო საუკეთესო დრამატურგიისთვის. გამარჯვებულებს სამკაციანი ჟიური გამოავლენს.
სპექტაკლების განრიგი დღეების მიხედვით:
8 ნოემბერი, 20:00 - „უშენოდ არ შემიძლია“ - კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
9 ნოემბერი, ორშაბათი, 20:00 - „სამანიშვილის დედინაცვალი“ - ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრი
10 ნოემბერი, სამშაბათი, 20:00 - „აჩრდილები“ - გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი
11 ნოემბერი, ოთხშაბათი, 20:00 - „ვთამაშობთ კვაჭი კვაჭანტირაძეს“ - თავისუფალი თეატრი
12 ნოემბერი, ხუთშაბათი, 20:00 - „ბლეზი“ - ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი
13 ნოემბერი, პარასკევი, 19:00 - „ჩამოსულები“ - სტუ-სთან არსებული სახალხო თეატრი „მოდი ნახე“
13 ნოემბერი, პარასკევი, 20:00 - „გაუმარჯოს ბუშონს“ - ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი
14 ნოემბერი, შაბათი, 20:00 - „სოლომან მორბელაძე“ - რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრი
15 ნოემბერი, კვირა, 20:00 - „მწვანე ბარათი“ - მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი