პოლონეთში სროლას 6 ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი მძიმედ დაშავდა

2026-11-08 13:08:18

პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა, რასაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი ავტომობილიდან გახსნა.

კრაკოვის პოლიციის ცნობით, სროლაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.

პოლონეთის პრეზიდენტმა კრაკოვში მომხდარი სროლის გამო 2-დღიანი გლოვა გამოაცხადა.