2026-11-08 12:18:01
რუსთავის ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქში ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება.
საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი“ დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს და „სოკარ გაზ ჯორჯიას“ რუსთავის წარმომადგენელ კონსტანტინე ზარნაძეს დაუკავშირდა.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქში გეგმური სამუშაოები დაგეგმილი არ არის და, შესაბამისად, ბუნებრივი აირის მასშტაბური გათიშვა არ იგეგმება.
ამასთან, კონკრეტულ მისამართებზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში ინფორმაცია მოსახლეობას დამატებით მიეწოდება.