2026-11-07 19:51:27
მარნეული-სადახლოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიისას ერთმანეთს სამი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად სამივე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.