რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს

2026-11-06 20:18:05

რუსთავში ახალგაზრდა დააკავეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XVI მიკრორაიონში სამართალდამცავებმა 30 წლამდე კაცი დააკავა.

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდას სავარაუდოდ ნარკო დანაშაულში ედება ბრალი. კაცი სხვადასხვა ლოკაციაზე დაფასოებული წესით ნარკოტიკულ საშუალებებს მალავდა და შემდეგ ყიდდა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.