როგორი ამინდია მოსალოდნელი 7-8 ნოემბერს რუსთავში

2026-11-06 14:41:39

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 7-8 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

რუსთავში 7 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში +10° დაფიქსირდება, დღის მეორე ნახევარში +6°.

8 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში +10° დაფიქსირდება, დღის მეორე ნახევარში +5°.

გარემოს ეროვნული სააგენტო გაფრთხილებას ავრცელებს.

"7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.   
დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. 
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)",- ნათქვამია განცხადებაში.