მტკვირს მარცხენა სანაპიროს გზის ერთ ზოლში მოძრაობა 3 თვით იზღუდება

2026-11-04 13:00:40

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.