რუსთავში 5100 აღსაზრდელისთვის საახალწლო საჩუქრებს შეისყიდიან

2026-10-01 13:08:10

რუსთავის მუნიციპალიტეტი ბაგა-ბაღების 5100 აღსაზრდელისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები შეისყიდის.

სასაჩუქრე ნაკრების შესაძენად 155 040 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი (ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების, გაერთიანებამ" გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მოთხოვნით სასაჩუქრე ნაკრებში უნდა იყოს:

1. ვაფლი

2. რძიანი შოკოლადი ვაფლით

3. ორცხობილა სენდვიჩი

4. შოკოლადის დრაჟე

5. ვაფლის ბატონი

6. კანფეტი (2 ცალი)

7. კექსი შოკოლადით

8. შოკოლადი მარმელადით

9. ფისტას ვაფლი

10. ჩხირები შოკოლადის კრემით

11. მიწის თხილის სნექი

12. ხის საახალწლო, განმავითარებელი  ნაკრები 

13.  სასაჩუქრე ჩანთა