ამერიკაში ძვირფასეულობის ქურდობისთვის 2 ქართველი დააკავეს

2026-10-31 13:56:46

ამერიკაში, კონექტიკუტის შტატში, ძვირფასეულობის ქურდობისა და სახლების ძარცვის ბრალდებით საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით დაკავებულები ბრუკლინში მცხოვრები, 40 წლის ლ.ა. და 47 წლის მ.ჩ. არიან.

მათივე ცნობით, დაკავებულები ასევე ეჭვმიტანილები არიან წარსულში რამდენიმე საცხოვრებლის ქურდობაში.

სასამართლო თითოეულ მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით 100,000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.