2026-10-29 19:19:28
რუსთაველი სტუდენტი ანა მარია ფხალაძე ვენეციაში, EUTOPIA Innovation Challenge ღონისძიებაზე, ბრიუსელის უნივერსიტეტს წარადგენს.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას სტუდენტის დედამ განაცხადა, ანა მარია ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტში (Vrije Universiteit Brussel) სწავლის დაწყებიდან ერთ თვეში კონკურსის შერჩევის ეტაპი წარმატებით გაიარა და ვენეციაში, EUTOPIA Innovation Challenge-ზე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობის შესაძლებლობა მოიპოვა.
EUTOPIA Innovation Challenge ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლობისა და ინოვაციური იდეების განვითარების საერთაშორისო პლატფორმაა. საერთაშორისო ღონისძიება ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებს ინოვაციური იდეების წარდგენისა, გამოცდილების გაზიარების და საერთაშორისო აკადემიურ გარემოში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.