ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ერთი ამობრუნდა

2026-10-29 14:17:53

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს გზაზე.

ერთმანეთს „ფორდისა“ და „ფოლკსვაგენის“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად „ფოლკსვაგენის“ მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ავტომობილი ამობრუნდა.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის და სამაშველო ეკიპაჟი.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროშ განუცხადეს, შემთხვევა გაფორმდა ადმინისტრაციულად.

ფოტო: 24 News