ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა

2026-10-29 11:36:26

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 68-მდე გაიზარდა, 80 კი დაშავდა.

ავარია მადრიდისა და სევილიის ჩქაროსნულ სარკინიგზო ხაზზე მოხდა და ერთმანეთს ესპანეთის სარკინიგზო კომპანიების Renfe-სა და Iryo-ს ჩქაროსნული მატარებლები შეეჯახნენ.

შეჯახებისას Iryo-ს მატარებლის ორი ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა.

ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.