რუსთავი-თბილისის მარშუტისთვის 70 ახალ ავტობუს შეიძენენ

2026-09-26 18:52:52

ცენტრალურმა შემსყიდველა ორგანომ რუსთავისთვის 70 ერთეულ ავტობუსის შესაძენად 36 494 572 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ახალი ავტობუსები მგზავრებს რუსთავი-თბილისის მარშრუტებზე მოემსახურება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით: "ცენტრალური შემსყიდველი ორგანო შეიძენს M3 კატეგორიის ავტობუსებს, არაუადრეს 2026 წლისა. ტრანსპორტის სიგრძე არანაკლებ 8მ, არაუმეტეს 9მ, სიმაღლე არანაკლებ 2,8მ. ავტობუსში უნდა ეტეოდეს, მძღოლის გარდა, არანაკლებ 50 მგზავრი. უნდა იყოს არანაკლებ 25 სტანდარტული დასაჯდომი ადგილი (ამ რაოდენობაში შედის არაუმეტეს 4 გადმოსაშლელი სკამი) + სივრცე არანაკლებ ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ეტლისათვის. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო სახელურებითა და გაჩერების მოთხოვნის ღილაკით, ეტლის სათანადო ადგილას დასამაგრებელი მოწყობილობით. ადგილების კონფიგურაცია უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან. მოთხოვნილი დასაჯდომი ადგილების რაოდენობაში იგულისხმება დასაჯდომი ადგილების რაოდენობა შშმ პირების ეტლის განთავსების შემთხვევაში.

დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ Euro 5 ემისიის სტანდარტის შესაბამისი. ძრავი განთავსებული უნდა იყოს ავტობუსის უკანა ნაწილში".

სატრანსპორტო საშუალების ფერი დამკვეთთან შეთანხმდება.