2026-10-26 15:11:44
თბილისში სკოლაზე თავდასხმის ბრალდებით რუსთავში დაკავებული არასრულწლოვანი ბრალს არ აღიარებს.
ამის შესახებ მისმა უფლებადამცველმა "ტვ პირველს" განუცხადა.
"ბრალდებული არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებს და თავს თვლის უდანაშაულოდ. არ ვადასტურებ, რომ რაიმე ისეთი საგანია ამოღებული, რომ მსგავსი რამის ჩადენაა შესაძლებელი. ამოღებულია სათამაშო იარაღები, რომელიც შეძენილია წლების უკან. ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, ფიზიკურად არ შეხვედრიან. რაიმე ისეთ გეგმაზე, რაც მსგავსი რაღაცის ჩადენის შესაძლებლობას მისცემდა მხარეებს საუბარიც კი ზედმეტი და არასერიოზულია",- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
დაკავებული არასრულწლოვანის მამა ამბობს, რომ სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მხოლო და მხოლოდ, ადვოკატის ჩვენებას ეთანხმება.
არასრულწლოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.