რუსთავში 4 ახალი კორპუსი აშენდება [photo]

2026-10-22 11:23:49

რუსთავში 4 ახალი კორპუსი აშენდება.

ორი 16 და ორი 12 სართულიანი კორპუსების აშენება თბილისი-წითელი ხიდის გზასა და აფხაზეთის ქუჩას შორის არსებულ 10,387 მ2 მიწის ფართობზე იგეგმება.

კორპუსების ასაშენებლად განაშენიანების დეტალური გეგმა რუსთავის საკრებულომ დაამტკიცა. წარმომადგენლობითმა ორგანომ იმსჯელა მიწის ნაკვეთებისთვის კოეფიციენტების ზრდაზეც. 

12 მიწის ნაკვეთი გაერთიანდება და 3 საცხოვრებელ ერთეულად იქცევა.

მაცნეზე ატვირთული დანართის მიხედვით, 1-ელ ნაკვეთზე განთავსდება 12 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, (კ2 კოეფიციენტის გადამეტებით 1.8-დან 3.9-მდე), რომელსაც 1 მიწისქვეშა 56 ადგილიანი ავტოსადგომი ექნება და პირველ სართულზე კომერციული ფართი განთავსდება.

მე-2 ნაკვეთზე ასევე 12 სართულიანი კორპუსი განთავსდება, (კ2 კოეფიციენტის გადამეტებით 1.8-დან 3.8-მდე) 1 მიწისქვეშა  ავტოსადგომით 63 ავტომობილზე გათვლილი, 1 სართულზე კომერციული ფართით.

მე-3 ნაკვეთზე გათვალისწინებულია 16 სართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის 2 ბლოკი. (კ2
კოეფიციენტის გადამეტებით 1.8-დან 4.0-მდე) 1 მიწისქვეშა  და 2 მიწისზედა ავტოსადგომით, რომლებიც გათვლილი იქნება 179 ავტომობილზე.