2026-10-21 13:08:32
21 ოქტომბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს შორის.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის 6 თვის ასაკიდან, თუმცა, არსებობს ჯგუფები, რომელთათვისაც გრიპის მძიმე მიმდინარეობისა და გართულებების რისკი განსაკუთრებით მაღალია, ესენი არიან: 60 წლის და უფროსი ასაკის პირები, ორსულები, 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, ონკოლოგიური პაციენტები, სამედიცინო პერსონალი, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებისა და პანსიონატების ბენეფიციარები და თანამშრომლები.
ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა და რუსთავში რამდენიმე ადგილზე შეძლებთ აცრას:
1. რუსთავის მედიცინის სახლი - N1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, მის: ოდიშარიას N19
2. N2 სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, მის: მესხიშვილის 1ა
3. N1 პოლიკლინიკა, მის: გიორგაძის N6
4. კლინიკა რუსთავი, მის: ლომოურის N45.