2026-09-19 15:32:28
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 2 "მერსედესისა" და 2 "ტოიოტას" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ერთ-ერთმა ავტომობილმა მაღალი სიჩქარით გზა გადაუჭრა, რა დროსაც შეჯახების თავიდან აცილება საჭის მანევრირებით სცადა, თუმცა მის უკან მომავალი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც უკან მომავალი კიდევ 2 ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს.