როგორია რუსთავში მე-3 სართულიდან გადმოვარდნილი 12 წლის გოგო მდგომარეობა

2026-10-13 19:11:27

რუსთავში მე-3 სართულიდან გადმოვარდნილ 12 წლის გოგოს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავში" უთხრეს, სადაც მოზარდი შემთხვევის შემდეგ გადაიყვანეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, პაციენტს მკურნალობის გაგრძელების მიზნით თბილისში იაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში მოხდა.