საცობი რუსთავის ავტობანზე

2026-10-12 10:42:38

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე საავტომობილო საცობია.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ათობით ავტომობილი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შეფერხებით გადაადგილდება.

ამდროისთვის ცნობილია, რომ საცობის გამომწვევი მიზეზი ფონიჭალაში მომხდარი ავარიაა.