როგორია რუსთავში ავარიის დროს დაშავებული მოზარდის მდგომარეობა

2026-09-09 12:24:29

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული არასრულწლოვანის მდგომარეობა სტაბილურია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავში განუცხადეს, სადაც მოზარდი ავარიის შემდეგ გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ ჯერ განყოფილებაში რჩება, მას ნევროლოგები აკვირდებიან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოზარდს ავტომობილი დაეჯახა.