2026-10-08 22:15:27
რუსთავში არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე "მერსედესის" მარკის მინივენი 15 წლის ბიჭს დაეჯახა.შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი ავტობუსიდან ჩამოვიდა და გზის სავალ ნაწილზე გადადიოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ბავშვი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.
"ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება, კონტაქტურია და უტარდება შესაბამისი სამედიცინო კვლევები.