სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავში კაფე დახურა და დააჯარიმა

2026-09-06 18:11:32

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სექტემბერში რუსთავში ერთ-ერთი ჩაიხანა დააჯარიმა.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა მიაწოდა.

მისი თქმით, რუსთავში ინსპექტირება 26 ობიექტს ჩაუტარდა.
ნიმუში აიღეს 26 ობიექტიდან, დოკუმენტურად შემოწმდა 22, გადაამოწმეს 6 და 1 დააჯარიმეს.

საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით ინსპექტირება 180 ობიექტზე ჩატარდა, ნიმუში აიღეს 65-დან, 64 დოკუმენტურად შემოწმდა, გადაამოწმეს 45, დააჯარიმეს 8.

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.

სეს-ი იმ ობიექტების იდენტიფიცირებისგან, რომელიც დააჯარიმა, თავს იკავებს.