საქართველოს ფოსტაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა

2026-10-08 17:38:00

„საქართველოს ფოსტაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. 

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგამოძიებო სამსახურშიც დაუდასტურეს სადაც გვითხრეს, რომ "მიმდინარეობს გამოძიება.

რა მუხლით და რა საქმეზე დამატებით დეტალებზე არ გვიპასუხეს.

7 ოქტომბერს  მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს „საქართველოს ფოსტა“ გადიოდა წაგებაზე. მისი თქმით, წლევანდელი წელი იქნება პირველი წელი, როდესაც „საქართველოს ფოსტა“ გავა მოგებაზე და ეს ყველაფერი არის კონკრეტული ცვლილებების შედეგი.

"2,5 მლნ ლარი დაიზოგა მხოლოდ შტატების ოპტიმიზაციის შედეგად. 1,1 მლნ ლარი დაიზოგა წამგებიანი სერვის-ცენტრების ოპტიმიზაციის შედეგად. ასევე, იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას, ალბათ, შესაბამისი უწყებები დაადგენენ. ეს სერვისები დაბრუნდა „საქართველოს ფოსტაში“ და ამის შედეგად, „საქართველოს ფოსტას“ ექნება ყოველწლიურად დამატებით 14,2 მლნ ლარის შემოსავალი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.ა