2026-09-05 17:18:36
რუსთავი-გამარჯვების გზაზე ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს.
შემოწმების დროს პოლიციამ მამაკაცის ავტომობილში, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინა და კაცი ადგილზევე დააკავა.