2026-10-04 17:34:38
რუსთავში მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციულ შენობასთან, გაგარინის, კოსტავას და ბოსტანქალაქის ქუჩაზე ფილმის გადაღებები მესამე ღამეა მიმდინარეობს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ინდოელი პროდუსერები რუსთავში ფილმს ომის თემატიკაზეა იღებენ და სიუჟეტი უკრაინაში მიმდინარე ომს ეხება. გადაღების ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. დღეს ღამის საათებში დაგეგმილია ხმაურიანი სცენების გადაღება.
ფილმის ეპიზოდებში რუსთაველი ახალგაზრდებიც იღებენ მონაწილეობას. გაგარინის ქუჩაზე შეზღუდულია საავტომობილო მოძრაობა.