2026-10-01 12:24:40
ყვარლის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის შესასვლელში მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს სკოლის 15 მოსწავლე გადაყავდა.
შემთხვევის შედეგად 15 მოსწავლე და 1 ზრდასრული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო.