რუსთავში უსახელო ქუჩას პატრიარქ ამბროსი ხელაიას სახელს დაარქმევენ [photo]

2026-08-30 12:26:54

რუსთავში VII და VIII მიკრორაიონებს შორის მდებარე უსახელო ქუჩას კათოლიკოს-პატრიარქის, ამბროსი ხელაიას სახელს მიანიჭებენ.

ინიციატივა რუსთავის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეს, გიგა კიკვაძეს ეკუთვნის და წარმომადგენლობით ორგანოში ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხზე შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.

რუსთავის საკრებულომ ინიციატივა საქართველოს საპატრიარქოს გააცნო და მათგან ქუჩისთვის ამბროსი ხელაიას სახელის მინიჭებაზე დადებითი პასუხი მიიღო.