ქვემო ქართლში კაცი მდინარეში დაიხრჩო

2026-09-27 18:02:00

მარნეულში, შუახნის კაცი მდინარე ალგეთში გადავარდა და დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს