რუსთავის ავტობანზე ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

2026-09-27 17:44:02

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავისკენ მომავალმა მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და არხში გადავარდა. შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა ახალგაზრდა კაცი.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მოტოსპორტში საქართველოს ჩემპიონი დავით რობანაშვილია.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.