ამ დროისთვის რუსთავში წინასაახალწლო სამზადისია. ქუჩებში სხვა დღეებთან შედარებით, გადატვირთული მოძრაობაა მესხიშვილისა და ლეონიძის ქუჩებზე, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე და მე-12 მიკრორაიონში. რიგები შეინიშნება სავაჭრო ობიექტებთან, განსაკუთრებით დიდ სუპერმარკეტებსა და ბაზარში. ასევე ხალხმრავლობაა თონეებთან, საჩუქრების მაღაზიებთან და ბანკომატებთან.