2026-09-27 16:29:00
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ავარიის შედეგად დაიღუპა 5 წლამდე ბავშვი, დაშავდა ორი ადამიანი.
გავრცელებული ინფორმაციით, დედა და ბავშვები ქვეითად გადაადგილდებოდნენ რა დროსაც მიკროავტობუსი დაეჯახა.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.