ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ემსხვერპლა

2026-09-27 14:42:29

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ საბათლოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი 27 წლის კაცი, ავტომობილით დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც სოფელში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ჯერ რაიონის კლინიკაში, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.

როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.