2026-08-24 13:08:59
სურსათის ეროვნული სააგენტო რუსთავის ბაგა-ბაღებს გეგმიურად ამოწმებს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
მისი თქმით, გეგმური შემოწმებები რეგიონის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში ყოველ წელს ტარდება.
"რუსთავის ბაგა-ბაღებს გეგმურად ვამოწმებთ. რაც გამოიკვლია თბილისმა, იგივე მომწოდებელია რუსთავშიც, კოორდინაციაში ვართ და კონტროლზეა აყვანილი ეს საკითხი. ქვემო ქართლის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად. მთელ რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. ბაგა-ბაღებში შემოწმებების დროს დარღვევები არ აღმოჩენილა",- გვითხრა მირანგულა ლიპარტელიანმა.