2026-09-24 12:52:27
2 ოქტომბერს რუსთავში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფასო სკრინინგ აქციას ჩაატარებს.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ქვემო ქართლის რეგიონში მასშტაბური სკრინინგ აქციები ჩატარდება.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ ჩაიტარონ: ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს. არტერიული ჰიპერტენზიი, პროსტატის, კოლორექტული კიბოს, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექცია/შიდსის სკრინინგული კვლევები.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.