18 წლის გოგოს მობილური აუფეთქდა და დაიღუპა

2018-03-19 19:43:49

18 წლის გოგო მობილურზე საუბრისას, სმარტფონის აფეთქების შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ინდოეთში, ოდიშას პროვინციაში მოხდა.

ბრიტანული დეილიმეილის ცნობით, გოგონა თავისი სმარტფონით (სავარაუდოდ, Nokia 5233) ნათესავს ესაუბრებოდა, რა დროსაც მობილურის ელემენტი დაჯდა, გოგონამ ის დასატენად შეაერთა. სმარტფონი სწორედ დენის წყაროში შეერთების დროს აფეთქდა, ახალგაზრდა ქალმა დაზიანებები ხელებზე, გულ-მკერდის არეში და ფეხზე მიიღო.

დაშავებული ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია სმარტფონის აფეთქება. სააგენტოს ცნობით, კომპანია  Nokia მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.