2026-09-23 15:33:17
თერჯოლის სოფელ ნახშირღელეში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სანადიროდ იმყოფებოდა და ბრმა ტყვია მოხვდა, რის შემდეგაც რამდენიმე კვირა კლინიკაში იყო მოთავსებული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სკოლის მოსწავლის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ის სკოლა ავრცელებს, სადაც მოზარდი სწავლობდა.
“უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული. იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენ სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს”, - წერია ნახშირღელეს სკოლის გვერდზე.