2026-09-23 14:28:06
"რუსთავქალაქობა 2026"-ის მთავარი ღონისძიების მასპინძელი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის თეატრი იქნება.
ღონისძიების ორგანიზების შესყიდვისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,კულტურული პროექტების მართვის ცენტრმა“ 178 910 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ მთავარი სცენა სწორედ თეატრთან მოეწყობა.
კულტურული პროექტების მართვის ცენტრს მანამდე კიდევ ერთი, 67 796 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომლითაც "რუსთავქალაქობა 2026"-ის ღონისძიების ორგანიზების შესყიდვა სურთ.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით, ქალაქის დღესასეაული 10-25 ოქტომბრის შუალედში ჩატარდება და იგეგმება: ინტერაქციული მუსიკალური ინსტალაციისა და ფოტოზონის, აკუსტიკური ხეივნის სივრცის, საბავშვო-საოჯახო ინტერაქციული სივრცის, გიგანტური ხის თამაშების ზონის, „ღია სახელოსნოს“ ზონის, „შემოდგომის თბილი სასმელების ბარის", დეკორატიული სანათების გირლიანდებისა და ლითონის კონსტრუქციის ბაზაზე ხის თაღის მოწყობა.