პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 2 ახალგაზრდა ქალი დააკავა

2026-09-15 16:50:46

თბილისში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 30 წლამდე ქალები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულ ადგილზე განთავსებას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.