დაზიანდა CO₂-ს რეზერვუარი რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია

2026-09-15 10:43:58

დაზიანდა CO₂-ს რეზერვუარი რამაც ძლიერი აფეთქება გამოიწვია.

თბილისში, სანზონაში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია "ნოვას" საწყობის ეზოში აფეთქება მოხდა. 

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, აფეთქდა ეზოში განთავსებული გაზის რეზერვუარი. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

„დღეს, „ნოვას“ გურამიშვილის გამზირზე მდებარე საწარმოო ტერიტორიაზე დაფიქსირდა ტექნიკური ინციდენტი. საწარმოს ეზოში განთავსებული CO₂-ის რეზერვუარის დაზიანების შედეგად დაზიანდა შენობის ფასადის ნაწილი. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე დაუყოვნებლივ განხორციელდა უსაფრთხოების შესაბამისი ღონისძიებები. ამ დროისთვის ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. „ნოვას“ გაყიდვების ობიექტები და კომპანიის სხვა სტრუქტურული ერთეულები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.