70 წლამდე ქალი გაძარცვეს

2026-09-14 17:42:49

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში, 70 წლამდე ქალი გაძარცვეს. წაღებულია 7000 ლარამდე ნაღდი ფული და ოქროული.

გავრცელებული ინფორმაციით, შენიღბული ჯგუფი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. ქალი დააბეს და იძულებით ათქმევინეს სად ინახავდა თანხასა და ძვირფასეულობას.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, ძარცვის ფაქტზე დაიწყო.