2026-09-13 15:15:20
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში, კაფეში დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაფეში ახალგაზრდები დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ჯგუფსა და 40 წლამდე კაცს შორის სიტყვიერი უთანხმოება დაიწყო.
კონფლიქტში ჩართულმა ახალგაზრდებმა კაცი შენობის გარეთ გაიყვანეს და სცემეს.
მამაკაცმა დაზიანებები გულ-მკერდისა და მუცლის არეში მიიღო, დაშავებული საგარეჯოს კლინიკაში გადაიყვანეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო.
ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება მათთვის ბრალის წარდგენა.