პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ

2026-09-11 18:27:17

რიკოთზე საპატრულო პოლიციის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.